დაჯავშნეთ შეხვედრა დაჯავშნეთ შეხვედრა

როგორ ავირჩიოთ ფილა სახლის სხვადასხვა ზონისთვის

გაიგეთ როგორ შეარჩიოთ იატაკის კერამიკული ფილები აბაზანისთვის, სამზარეულოსთვის, მისაღებისა და გარე სივრცეებისთვის

იატაკის კერამიკული ფილები - როგორ ავირჩიოთ ფილა სახლის სხვადასხვა ზონისთვის

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები, სამზარეულოში ახლად მომზადებული ყავის არომატი, სიმშვიდის რამდენიმე წუთი, რომელსაც აბაზანაში ატარებთ - სწორედ ასეთი მომენტები ქმნის იმ განცდას, რასაც შინ ყოფნა ეწოდება. სახლში თითოეულ სივრცეს საკუთარი ხასიათი აქვს. მისაღები თბილი შეხვედრების ადგილი უნდა იყოს, სამზარეულო - ცხოვრების ბუნებრივ რიტმს ერგებოდეს, ხოლო აბაზანა სიმშვიდისა და განტვირთვის განცდას უნდა ქმნიდეს. სწორედ ამიტომ, ინტერიერის შემადგენელი ელემენტები სხვადასხვა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს. მნიშვნელოვანია ის მასალები, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხებით, ვუყურებთ და ვიყენებთ. სივრცის ხასიათის ფორმირებაში ერთ-ერთი მთავარი როლი კერამიკულ ფილებს აქვთ. მათში ესთეტიკა, ხარისხი, ეკოლოგიურობა, ბუნებრივი სილამაზე და ფუნქციურობა ერთიანდება. კერამოგრანიტის არჩევისას, ვიზუალურ მხარესთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კოლექციები მრავალფეროვანი დიზაინით, ფერებითა და ტექსტურებით გამოირჩევა, თითოეულ სივრცეს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. სწორედ ამიტომ, იატაკის კერამიკული ფილები განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა შეირჩეს. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა განასხვავებს ხარისხიან კერამიკულ ფილას და რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

იატაკის კერამიკული ფილები - რა გამოარჩევს ხარისხიან

მასალას?

პრემიუმ ბრენდების იატაკის კერამიკული ფილები, პირველ რიგში, ნედლეულის ხარისხით გამოირჩევა. საუკეთესო ფილები რამდენიმე სახეობის ბუნებრივი თიხისგან მზადდება და კვარცის მინერალებს შეიცავს. ეს მასალას განსაკუთრებულ სიმტკიცესა და გამძლეობას ანიჭებს. ისეთი ბრენდები არსებობს, რომელთა პროდუქციაც სრულად ეკოლოგიურია. სწორედ ასეთ კომპანიებს განეკუთვნება მსოფლიო გიგანტის - Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შემავალი პრემიუმ ბრენდები: Iris Ceramica, FMG Fabbrica Marmi e Graniti, Ariostea, Fiandre და SapienStone. რა თქმა უნდა, ყოველთვის ისეთი კერამიკული ფილის არჩევა სჯობს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ეკოლოგიურობითაც გამოირჩევა. მაღალი ხარისხის კერამიკული ფილების შეძენა, რომლებიც იატაკზე, კედლებსა და ჭერზეც გამოიყენება, თბილისში ბელ მეზონშია შესაძლებელია. ისინი თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით მზადდება და მომხმარებლის ყველა მოთხოვნას პასუხობს. წარმოების დროს თიხა დაახლოებით 1380°C ტემპერატურაზე იწვება. ამის წყალობით, მასალიდან ტენი სრულად გამოიდევნება, მისი სიმკვრივე იზრდება და წყლის შეწოვის მაჩვენებელი მცირდება. კერამოგრანიტის ხარისხი წარმოების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. თუ ფილა სწორად არის დამზადებული, ემალი ზედაპირს მყარად ეკვრის და დროთა განმავლობაშიარ იქერცლება.

როგორ უნდა შეარჩიოთ იატაკის კერამოგრანიტის ფილები

სხვადასხვა სივრცისთვის?

ინტერიერის დიზაინში მაღალი ხარისხის კერამოგრანიტის ხშირი გამოყენება მხოლოდ ვიზუალური ეფექტით არაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ის გაცილებით გამძლეა, ვიდრე ნებისმიერი ბუნებრივი ქვა. ბუნებრივ ქვას ფორები აქვს, ამიტომ სითხით ადვილად იჟღინთება და ლაქავდება. მათი სრულად მოცილება კი შეუძლებელია. გარდა ამისა, ბუნებრივი ქვა შედარებით რბილია და უფრო ადვილად იკაწრება. მისგან განსხვავებით, კერამიკული ფილა სითხეს არ იწოვს, არ ლაქავდება და ნაკაწრების მიმართაც მდგრადია.

აბაზანა

აბაზანა სახლში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ნესტიანი სივრცეა. ასეთ გარემოში განსაკუთრებით რეკომენდებულია ხარისხიანი კერამოგრანიტის გამოყენება, რადგან ის წყალს არ იწოვს და მედეგობით გამოირჩევა. სველი ზონებისთვის სასურველია ზედაპირს მოჭიდების მაღალი კოეფიციენტი ჰქონდეს. აბაზანში Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შემავალი პრემიუმ ბრენდების ფილები შეგიძლიათ როგორც კედლებზე, ისე ჭერსა და იატაკზეც გამოიყენოთ.

სამზარეულო

სამზარეულო ყოველდღიური აქტივობის ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ - მიირთმევენ, კერძებს ამზადებენ, სტუმრებს მასპინძლობენ ან უბრალოდ, სხვადასხვა საკითხზე საუბრობენ. ამ სივრცისთვის იდეალურია ისეთი კერამოგრანიტის ფილები, რომლებიც ადვილად იწმინდება, არ იკაწრება, არ ლაქავდება, ტენიანობისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადია და პირვანდელ იერსახეს დიდხანს ინარჩუნებს. უნდა აარჩიოთ მასალა, რომელიც სრულად ეკოლოგიურია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არ გამოყოფს ტოქსიკურ ნაერთებს და უსაფრთხოა საკვებთან უშუალო კონტაქტისთვის.

მისაღები ოთახი და საძინებელი

თანამედროვე ინტერიერში იატაკის კერამიკული ფილები მისაღებ ოთახებში, საძინებლებში, ჰოლებსა და ღია საცხოვრებელ სივრცეებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება. პრემიუმ ბრენდების კოლექციები მაღალი ხარისხის სკანირებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიებით მზადდება. ყველაზე მაღალი - 420 DPI-იანი გაფართოების წყალობით, ფილის ზედაპირზე თითოეული დეტალი მკაფიოდ ჩანს. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი კერამოგრანიტი ვიზუალურად ბუნებრივ ქვას, მარმარილოს ან ხეს ძალიან ჰგავს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სივრცეებისთვის დიდი ფორმატის კერამოგრანიტი განსაკუთრებით პოპულარულია. ისინი მონოლითური ეფექტით გამოირჩევა. ასეთ გარემოში გადაბმის წერტილების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ნიშნავს, რომ ზედაპირი ფრაგმენტებად არ დაიშლება - პირიქით, ის ერთ მთლიანობად აღიქმება. მონოლითურობა მასშტაბის აღქმასაც პირდაპირ უკავშირდება. დიდი ფილები გარემოს ვიზუალურად აფართოებს და სიღრმეს მატებს. საუკეთესო ვარიანტი ისეთი ფილების არჩევაა, რომელთა სისქე 6 მმ-ია. Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შემავალი პრემიუმ ბრენდები პროდუქციას უმაღლესი ტექნოლოგიით აწარმოებენ. მათი ფილები მდგრადობით გამოირჩევა და მაღალ დატვირთვას უძლებს. თუ სახლში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობა, აუცილებლად უნდა შეირჩეს პროდუქტი, რომელსაც დაბალი გაფართოების კოეფიციენტი აქვს და გათბობის სისტემებთან თავსებადია. სწორედ ასეთია Iris Ceramica Group-ის წევრი ბრენდების თითოეული ფილა, რომელთა შეძენაც მხოლოდ ბელ მეზონშია შესაძლებელი.

გარე სივრცეები

ექსტერიერმა მკაცრ კლიმატურ პირობებს - ყინვას, მზის პირდაპირ სხივებსა და ნესტს უნდა გაუძლოს. სწორედ ამიტომ, გარე სივრცეებისთვის ჩვეულებრივი კერამიკა არ გამოგადგებათ. ტერასებზე, აივნებზე, ავტოფარეხებში, ეზოს ბილიკებსა და აუზის გარეშემო ისეთი ფილებია საჭირო, რომლებიც ტემპერატურულ ცვლილებებს, ტენიანობასა და მექანიკურ დატვირთვას გაუძლებს. ასეთ სივრცეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვეთის მაღალი კლასი და ყინვაგამძლეობა, რათა ფილამ ფუნქციურობა და ვიზუალური ხარისხი მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

რა მნიშვნელობა აქვს პრინტის ხარისხს?

თანამედროვე ინტერიერში ვიზუალი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური მახასიათებლები. მაღალი ხარისხის იატაკის კერამიკული ფილები დეტალური და ღრმა პრინტებით გამოირჩევა. ევროპული პრემიუმ ბრენდები 420 DPI-მდე გაფართოების ტექნოლოგიას იყენებენ. ასე თითოეული ტექსტურა მაქსიმალურად რეალისტურია. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც იატაკის კერამოგრანიტის ფილები ბუნებრივი ქვის ან მარმარილოს იმიტაციას წარმოადგენს. ხარისხიანი პრინტი მოცულობის, სიღრმისა და ბუნებრივობის ეფექტს ქმნის, რაც ინტერიერს პრემიუმ იერს აძლევს.

რატომ არის მნიშვნელოვანი რეტიფიცირებული კიდეები?

რეტიფიცირების პროცესში ფილის კიდეები განსაკუთრებული სიზუსტით მუშავდება, რის შედეგადაც ისინი იდეალურად სწორი და თანაბარი ხდება. ეს საშუალებას იძლევა ფილები მინიმალური შოვით (გადაბმა) დაიგოს. რეტიფიცირების წყალობით, ერთიანი, ვიზუალურად უწყვეტი და თანამედროვე ზედაპირი იქმნება.

ინვესტიცია მომავალში

იატაკის კერამიკული ფილების შერჩევა საპასუხისმგებლო პროცესია. ამ დროს, ვიზუალურ მხარესთან ერთად, ისეთი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ, როგორებიცაა ნედლეულის ხარისხი, ეკოლოგიურობა, წარმოების ტექნოლოგია, ცვეთის კლასი, პრინტის ხარისხი და კონკრეტული სივრცის ფუნქციური მოთხოვნები. სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობა განსაზღვრავს, წლების შემდეგ რამდენად გამძლე, პრაქტიკული და ესთეტიკურად მიმზიდველი იქნება ფილა. ისეთი ფილების შეძენა, რომლებიც არის ეკოლოგიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული, ბუნებრივად ლამაზი, პრაქტიკული და გამძლე, საქართველოში მხოლოდ ბელ მეზონშია შესაძლებელი. ეს კერამიკული ფილები სახლის ინტერიერსა და ექსტერიერში ნებისმიერ ადგილას გამოიყენება. ისინი თქვენს ყველა მოთხოვნას უპასუხებს და პირვანდელ ელფერს წლების შემდეგაც არ დაკარგავს.

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავითვალისწინოთ ხარისხიანი კერამიკული ფილის არჩევისას? ხარისხიანი ფილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას, წარმოების ტექნოლოგიას, ცვეთის კლასს, წყლის შეწოვის მაჩვენებელსა და პრინტის ხარისხს. სასურველია, ფილა დამზადებული იყოს ბუნებრივი ნედლეულისგან, ჰქონდეს რეტიფიცირებული კიდეები და თავსებადი იყოს იატაკქვეშა გათბობის სისტემებთან. შეიძლება თუ არა იატაკქვეშა გათბობაზე კერამოგრანიტის გამოყენება? დიახ, ხარისხიანი ფილები იატაკქვეშა გათბობის სისტემებთან თავსებადია. ისინი ეფექტურად ატარებს სითბოს, დაბალი გაფართოების კოეფიციენტით გამოირჩევა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00